Additionally, paste this code immediately after the opening tag:

Joker | ჯოკერი

...როდესაც იმედის ბოლო სხივი წყვდიადმა შთანთქა, როდესაც გული აღარ გულობს და ქადა შეუჭმელი ხმება, როდესაც ქაღალ...

Free

Store review

...როდესაც იმედის ბოლო სხივი წყვდიადმა შთანთქა, როდესაც გული აღარ გულობს და ქადა შეუჭმელი ხმება, როდესაც ქაღალდის ნასახიც არ მოგეპოვება და მელნის უკანასკნელი წვეთიც დიდი ხნის წინ დააშრო უსასრულო მოლოდინმა, როდესაც უკან დასახევი გზა ასჯერ არის დედაბუდიანად გაზომილი და ერთხელ ძირფესვიანად მოჭრილი - თამაში უნდა გაგრძელდეს!

აღრიცხე ჯოკერის თამაშის ყოველი სვლა, დიადი მიღწევა და თბილი მოგონება შენს ძვირფას სმარტფონში.

► ამ აპლიკაციით ძალგიძს:

• გააოგნო შენი მეგობრები, რომ ფლობ ასეთ აპლიკაციას.
• ზედმიწევნით აღრიცხო ჯოკერის ყოველი ხელი - თვალი თვალის წილ, პასი პასის წილ!
• მარტივად განასხვავო სიტყვა და საქმე - ვინ რამდენი თქვა და ვინ რამდენი აიღო.
• დაივიწყო ტვინის ჭყლეტა და ოდესღაც ნასწავლი არითმეტიკა - ყველა გამოთვლა სრულდება პირნათლად.
• გახდე განგების მარჯვენა და განსაზღვრო ხიშტის ოდენობა.
• გადაარჩინო რამდენიმე თავმომწონე ხე და მელანი რისგანაც მზადდება, ეგ.

► გზამკვლევი ჯოკერის წიაღში:

1. ატუზე თამამად!
2. შეიყვანე მოთამაშეების სახელები რიგის მიხედვით.
3. აირჩიე ხიშტის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე.
4. ითამაშე, როგორც გენებოს - ცხრიანებით ან მამაპაპურად.
5. მოშლა, არ მოშლა?! - თუ დიდსულოვნების გამოჩენა გწყურია, პრემიის ზენიტში ყოფნისას დაინდე უბრალო მოკვდავები.
6. მოისაზრე, ეულად შეერკინებით ერთმანეთს თუ წყვილად აილესავთ კბილებს - მოწმეები არ დაიშვებიან!
7. ცხრილის პირველ გრაფაში წერ რამდენი თქვა მოთამაშემ და მომდევნო გრაფაში - რამდენი აიღო.
8. ხიშტის აღსანიშნავად უბრალოდ დააჭირე " - "
9. თუ ბედმა გაგიღიმა და ნათქვამი პირწმინდად აღასრულე, აპლიკაცია ჯილდოს თავად დაგითვლის. აგრეთვე პრემიები თავისით დაგიჯამდება.
10. თამაში გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა!
11. იმრუშე გემოვნებით!

Store rating

4

out of

1470 reviews

Last update

Jan. 28, 2020

Read more